ლიეტუვა: ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი ბათილი იქნება

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ცხინვალში ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არალეგალური იქნება.

ასევე, ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენულობისა და უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთთან შეერთების შესახებ ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენულობასა და უსაფრთხოებას“, – აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.