ლიეტუვა რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და  რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს.

„ლიტუვა აქვეითებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს, ამ გზით გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც განიცდიან რუსეთის უპრეცედენტო აგრესიას“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელ ლანდსბერგისმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვა მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებულ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, „მათ შორის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარ საზარელ ხოცვა-ჟლეტას.“