ლიეტუვამ „გრუზია“ ოფიციალურად შეცვალა „საქართველოთი“

პუბლიკა

ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ ოფიციალურად დაადგინა სახელწოდება – „საქართველო“ (Sakartvelas) და ჩაანაცვლა „გრუზია“ (Gruzija).

ლიეტუვამ სახელწოდება „საქართველო“ „გრუზიის“ ალტერნატივად 2 წლის წინ შემოიღო. როგორც ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი ადგილობრივ მედიასთან ამბობს, ამიერიდან „გრუზიას“  ყველა ლიეტუვურ დოკუმენტში „საქართველო“ ჩაანაცვლებს.

„ჩვენ გვჭირდებოდა გარკვეული პერიოდი, რომ სახელწოდების ცვლილება დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, რაც ჩვენთვის მოულოდნელად ძალიან სწრაფად მოხდა. ვვარაუდობდით, რომ ამისთვის 20 წელი იქნებოდა საჭირო, მაგრამ ორიც საკმარისი აღმოჩნდა“, – განაცხადა ანტანაიტისმა.

ლიეტუვაში „გრუზიას“ ისევ გამოიყენებენ, მაგრამ ამჯერად უკვე ოფიციალური სახელწოდების – „საქართველოს“ ალტერნატივად.