ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა - სტეფანჩუკი

პუბლიკა

ლიეტუვამ აღიარა, რომ რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში არის უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა twitter-ზე დაწერა.

„ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა! მადლობას ვუხდი ლეიტუვის სეიმის [უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო] სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის“, – დაწერა სტეფანჩუკმა Twitter-ზე.