ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს. განცხადება მან X-ზე გაავრცელა.

„წარმოვადგინე განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, – წერს სალომე შაფაქიძე.