ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს

პუბლიკა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაუსედას შეფასებით, „უცხოური გავლენის“ კანონპროექტი საქართველოს აფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე.

„გასულ დღეებში მქონდა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაგეგმილია, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველო კიარ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს მართლაც ქმნის დაბრკოლებებს, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა, მაშასადამე, ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ ამაზე“, – განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.