ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. ბინაში 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.