„ლილო მოლში“ ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ცეცხლი მაღაზიებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
განახლება [10:52]: ხანძარი ლიკვიდირებულია.