საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
“პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.