საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძარმა 2 მაღაზია, 1 კი წყლის ჭავლმა დააზიანა. ჯამში დაზიანებულია 60 კვ.მ.
„პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები“, – აცხადებს უწყება.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.