ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა| დაიღუპა ერთი ადამიანი

პუბლიკა

ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, რომ აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. როგორც უწყებაში ამბობენ, ევაკუირებულები არიან სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები.

საგანგებოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ. ადგილზე კვლავ მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.