ლილოში ქალი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ლილოში კაცმა ქალი დაჭრა. ფაქტი დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა.

„ტვ პირველის“ ცნობით, ყოფილი ქმარი იმ ჯიხურში მივიდა, სადაც ქალი მუშაობდა, მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 151-ე პრი­მა მუხლით (ადევნება) დაიწყო.