ლილუაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ვიზიტით.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ეს იყო ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, შეხვედრები გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე და  სხვა საკითხებს არ უკავშირდება. გრიგოლ ლილუაშვილმა კი დაგეგმილ ვიზიტზე ჟურნალისტებთან ჯერ კიდევ 12 ივნისს ისაუბრა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა  იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.