მიმდინარე კვირაში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამავე კვირაში დეპუტატები მოისმენენ სახალხო დამცველის ანგარიშსაც. ასევე, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც იმსჯელებენ.