უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული.
ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში განაცხადა.
უკრაინული მხარის მიერ ვრცელდებოდა ბოლო რამდენიმე დღე ინფორმაცია, რომ ქალაქი ალყაში იყო.
გუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის შესასვლელში უკარინული დროშა აღმართეს.