ლისის გზაზე პატრულის მანქანა დაეჯახა 12 წლის მოზარდს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა - პროკურატურა

პუბლიკა

ლისის გზაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც 12 წლის მოზარდი დაიღუპა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

,,გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.