ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში აბდულრაზაკ გურნაჰს გადაეცა.

„მისი უკომპრომისობისა და ემპათიურობისთვის კოლონიალიზმის შედეგებზე, განსხვავებულ კულტურებსა და კონტინენტებს შორის  ლტოლვილთა ბედისწერაზე“, – ვკითხულობთ ნობელის პრემიის ვებგვერდზე.

გურნაჰი ათზე მეტი რომანისა და რამდენიმე მოთხრობის ავტორია. წერა 21 წლის ასაკში დაიწყო და მისი შემოქმედება, ძირითადად, ინგლისურენოვანია.

მისი გულახდილი რომანი „დისერტაცია“ (2005) ისეთ ნაწარმოებებს განეკუთვნება, როგორსაც თავად ავტორი „იმპერიულ სასიყვარულო რომანს“ უწოდებს.

გურნაჰი კუნძულ ზანზიბარზე 1948 წელს დაიბადა, თუმცა 60-იანი წლების ბოლოს, სკოლის დამთავრების შემდეგ მოუწია, ოჯახი დაეტოვებინა და თავი ინგლისისთვის შეეფარებინა ლტოლვილის სტატუსით,  რადგან იმჟამინდელი პრეზიდენტი აბეიდ კარუმე არაბული წარმომავლობის მოქალაქეებს დევნიდა. მან სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1984 წელს შეძლო, მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მწერალი ინგლისური და პოსტკოლონიური ლიტერატურის პროფესორი იყო კენტის უნივერსიტეტში.