მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემია „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები ცნობილია.
საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი – სალომე ბენიძე, რუპი კაურის წიგნისთვის „რძე და თაფლი“, გამომცემლობა „პალიტრა-L“;
საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის
თარგმანი – ლალი უნაფქოშვილი, ჟულიენ გრაკი წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“, გამომცემლობა „აგორა“
საუკეთესო პროზაული თარგმანი – ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერი წიგნისთვის „დაუმარცხებლები“, გამომცემლობა „არტანუჯი“.
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ელზა ახვლედიანს.
პირველი მთარგმნელობითი კონკურსის გამარჯვებულები ხუთ კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი, მანანა მათიაშვილი, მანანა ღარიბაშვილი, დავით კაკაბაძე და თამარ სუხიშვილი. 92 საკონკურსო განახადიდან მოკლე სიაში 18 მთარგმნელი მოხვდა, „ლიტერა მთრგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები კი გახდნენ გახდნენ.
მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და წელს პირველად გაიცემა. პრემიის მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება