საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა.
წლევანდელი ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
- ნათია ზარანდია ჯეფ ვანდერმირის წიგნისთვის „ანიჰილაცია“, გამომცემლობა „პალიტრა L“.
- ნინი ფალავანდიშვილი წიგნისთვის „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- ია გაბუნია მიშა ბახსოლიანის წიგნისთვის „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- გურამ წიბახაშვილი წიგნისთვის „ზამთარი გადატანილია“, გამომცემლობა „ინდიგო“;
- ია გაბუნია კოკა არჩვაძის წიგნისთვის „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
წლის საუკეთესო დებიუტი
- მაია ცირამუა – „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
- დათია ბადალაშვილი – „ფიჭვები შორს იყო“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ნინი ელიაშვილი – „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- დათო ჯიქია – „კაკაფონია“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- სოფო კუბლაშვილი – „ოკრიბის ღმერთი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ლექსო ქურხული – „მეწამული პლანეტა მარსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, ელენე ჭირაქაძე, ქეთევან სიხარულიძე, თინათინ ბიკაშვილი, ვიტალი მაჭავარიანი, ევგენი ჭანიშვილი – „440 დღე საქართველოს დამოუკიდებლობამდე“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- კახა თოლორდავა – „გაუზავებლად“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- გიორგი მაისურაძე – „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;
- შორენა ლებანიძე – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, გამომცემლობა „არტანუჯი“.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- გიორგი ეკიზაშვილი – „შორეული ჰანგები“, გამომცემლობა „აგორა“;
- შოთა იათაშვილი – „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ნატო ინგოროყვა – „სადგურებს შორის“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- ბესიკ ხარანაული – „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ეკა ქევანიშვილი – „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
- ჯანა ამირეჯიბი – „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- სალომე მაკარიძე – „152“, გამომცემლობა „მეფე“;
- კოკა არჩვაძე – „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
წლის საუკეთესო რომანი
- ანა კორძაია-სამადაშვილი – „ზინკა ადამიანი“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- მიშა ბახსოლიანი – „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი – ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ბესო სოლომანაშვილი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გრძელი სია იხილეთ ბმულზე.