ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები ცნობილია

პუბლიკა

ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  – გამარჯვებული ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

საუკეთესო რომანი

1. ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

2. ანა კორძაია-სამადაშვილი, „ზინკა ადამიანი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

3. ლაშა ბუღაძე, „აუდიტორია“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

4. აკა მორჩილაძე, „ფარშავანგი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

5. ალეკო შუღლაძე, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ („პალიტრა L“)

საუკეთესო პროზაული კრებული

1. მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში“ („ინტელექტი“)

2.  ვახტანგ კომახიძე, „გაქცევის ტყვეობა“ („საარი“)

3.  ლექსო პაიკიძე, „გიდი“ („ბენდესი“)

4.  ეკა ქევანიშვილი, „არაფერი დედაჩემის შესახებ“ („წიგნები ბათუმში“)

საუკეთესო პოეტური კრებული

1. კატო ჯავახიშვილი, „დედაჩემმა მითხრა, რომ“ („ინტელექტი“)

2. შოთა იათაშვილი, „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“ („ინტელექტი“)

3. ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ („ინტელექტი“)

4. ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ („კალმოსანი“)

5. ნატო ინგოროყვა, „სადგურებს შორის“ („ინტელექტი“)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1. შორენა ლებანიძე, „თუ საჭიროა გათქმევინებთ„(„არტანუჯი“)

2. ნათია ფანჯიკიძე, „შიშო, გამოდი გარეთ“ („არტანუჯი“)

3. გიორგი მაისურაძე, „სხვა ენა“ („ინდიგო“)

4. გურამ წიბახაშვილი, „ზამთარი გადატანილია“ („ინდიგო“)

5. გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა 80„ („ინტელექტი“)

6. თემურ ტონია, „ვინილომაგია -ვინილომანია“ („პალიტრა L“)

7. კახა თოლორდავა, „გაუზავებლად“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

8.  სალომე აფხაზიშვილი, „სოციალური სიცილი“ („სულაკაურის გამომცემლობა“)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1. მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ („წიგნები ბათუმში“)

2. ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“(„წიგნები ბათუმში“)

3. მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ („ინტელექტი“)

4. ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ („ინტელექტი“)

5. მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ („ინტელექტი“)

6. არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ („პალიტრა L“)

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

1. გურამ ლებანიძე, „რილკეს ელეგიები“ („კავკასიური სახლი“)

2. რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები“ („პალიტრა L“)

3. ზაზა აბზიანიძე, „ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ“ („ინტელექტი“)

საუკეთესო პიესა

1. დავით ფირცხალავა, „დიდი შესვენება“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო („სამეფო უბნის თეატრი“)

2. ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო („სამეფო უბნის თეატრი“)

3. მაკა კუკულავა, „მეორე ნახევარი“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო („სამეფო უბნის თეატრი“)