ცოტა ხნის წინ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „საბას“ გამარჯვებულთა დაჯილდოების მე-19 ცერემონიალი 23:00 საათზე შედგა. წლევანდელი კონკურსისთვის ჟიურიმ სულ 260 წიგნი განიხილა და შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა.
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია გადაეცა გივი შაჰნაზარს.
წელს პრემიას დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დააწესა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად პრემია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსიისთვის ქართულ ლოტერატურაში გადასცეს:
ბიძინა მაყაშვილს — “მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას” (“სულაკაურის გამომცემლობა”)
ივა ფეზუაშვილს — “ბუნკერი” (გამომცემლობა “ინტელექტი”)
დანარჩენ 8 ნომინაციას კი შემდეგი გამარჯვებულები ჰყავს:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
გამარჯვებული:
- ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
- ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
ნომინანტები
- კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)
- ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
გამარჯვებული:
- ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)
ნომინანტები
- გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი)
- ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პიესა:
გამარჯვებული:
- პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)
ნომინანტი:
- ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
გამარჯვებული:
- მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
ნომინანტები:
- არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი)
- გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი)
- გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი)
- ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
გამარჯვებული:
- გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
ნომინანტები:
- რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი)
- ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
გამარჯვებული:
- ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)
ნომინანტები:
- თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge)
- ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი)
- ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი)
- ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი)
- ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
გამარჯვებული:
- თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ნომინანტები:
- ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი)
- შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო თარგმანი:
გამარჯვებული:
გიორგი ლობჟანიძე — ჯალალ ედ-დინ რუმის “არსთა მესნევი” (“სულაკაურის გამომცემლობა”)
ანა კოპალიანი — ტომას სტრენზ ელიოტის “მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (გამომცემლობა “ინტელექტი”)