„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც პირველმა დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრაზე, აცხადებს, რომ ეს შეკითხვა იმიტომ დასვა, რომ არსებობდა ინფორმაციები, რომ კულუარებში იყო შეხვედრები და მოთხოვნები.
„როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმრთლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, [რა მოთხოვნები და] საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რა მოგივიდათ, მერამდენედ მიწევს ამის გამეორება [მიმართავს ჟურნალისტებს], რაღაცა სხვა რამეზე კიარ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია“, – ამბობს ყაველაშვილი.
ყაველაშვილის თქმით, აშშ-ის ელჩი მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ომში ჩართვის პროცესის მონაწილეები იყვნენ, ამის ვერ მიღწევის შემდეგ კი საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას გეგმავდნენ.
„კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანები, რომელთაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, გამონათქვამები, კიდევ რა ვთქვა ახლა, არ ვიცი, მერე შემდეგ, რომ… ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავთ იცი? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ტირაჟირებს კონსპირაციულ თეორიას, იმის შესახებ, რომ დასავლეთს საქართველსო ომში ჩათრევა სურს. ხელსუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამას უარყოფს, მაგრამ არსებობს არაერთი მათ განცხადება, რომელიც ამაზე მიუთითებს.
ქართული ოცნებიდან გამოყოფილმა დეპუტატებმა სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა რამდენიმე წერილით მიმართეს ამერიკის ელჩს, ბოლო წერილში კი ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს თავად გაეკეთებინა კომენტარი ელჩისა და მისი შეხვედრის შესახებ.
კელი დეგნანის განცხადებით, ის თეორია, რომ თითქოს ამერიკას და ევროკავშირს საქართველს ომში ჩართვა სურთ, რუსული დეზინფორმაციაა, მისი თქმითვე აბსურდია თითქოს ის ცდილობდა ივანიშვილის დაშანტაჟებას.