„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე...“ - ვიდეო | თამაზ გინტურის უკანასკნელი წუთები

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. სავარაუდოდ, ვიდეო თავად გინტურის ან გატაცებული ლევან თოდიაშვილის ტელეფონითაა გადაღებული.

ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი” – ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა.

ვიდეოში არ ჩანს რუსების გამოჩენის და სროლის ეპიზოდი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.