ლომჯარია აჩვენებს იმას, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნინო ლომჯარიას ერთი მიზეზით უნდათ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„სახალხო დამცველსა და დანარჩენი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ  ერთი და იგივე დღის წესრიგი. მათ უნდათ სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არანაირი რეალური საფუძველი ამას არ აქვს.

რაც  შეეხება სახალხო დამცველის და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის მარტივი. მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლებიც გუშინაც ვიხილეთ, ეს აჩვენებს ერთ რამეს … ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ გეგმებზე, რომლებსაც არ უწერია აღსრულება…

ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან ნათელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.