ამ წუთებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერს ხვდება.
ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.
სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადა: „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტარმერს მხარდაჭერისთვის, ხოლო მეფე ჩარლზ III-ს – მასთან ხვალინდელ შეხვედრაზე მიწვევისთვის.
“ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ასეთი პარტნიორები და მეგობრები,” – თქვა ზელენსკიმ.
ხვალ, 2 მარტს, იგი დაესწრება ევროპელი ლიდერების სამიტს, რომელიც ლონდონში გაიმართება, სმაიტის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა. სამიტის ფარგლებში, ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების შესაძლებლობებს, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრის მიზანია, გააძლიეროს ევროპული ქვეყნების ერთიანობა და კოორდინაცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში.