ლოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინოფრმაციას სოციალურ ქსელში თემურ ქევხშივილის მეგობრები ავრცელებენ.
თემურ ქევციშვილი ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი იყო 1961-1976 წლებში. წლების მანძილზე იყო ლოტბარი და ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი. 1981–1990წლებში საქართველოს ტელერადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებია“ავტორი და წამყვანი იყო. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 893 ადამიანი და გარდაიცვალა – 36.