„მშვიდობიანი აქციები აუცილებელი და ბუნებრივი ნაწილია ამ პროცესის, როდესაც ასეთი ხიფათი არსებობს ქვეყნის მომავლისთვის,” – განაცხადა „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მე მივალ დღევანდელ აქციაზე და ბუნებრივია, მოვუსმენ ორგანიზატორების იდეებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონია აქამდე ბატონ მელიასთან კონსულტაცია. მშვიდობიანი აქციები აუცილებელი და ბუნებრივი ნაწილია ამ პროცესის, როდესაც ასეთი ხიფათის არსებობს ქვეყნის მომავლისთვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა წინასწარ, სანამ მოვუსმენ სხვა პოლიტიკური ფიგურების მოსაზრებებს, ლოზუნგი არჩევნები გაუქმებულია, არის მცდარი, პრაგმატულად, პირველ რიგში“, – განაცხადა ბოკერიამ.
დღეს 19 საათზე ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრება და მომავალი სამოქმედო გეგმის გასაჯაროება დააანონსა.