ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმს განიხილავს

პუბლიკა

ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ლეონიდ პასეჩნიკის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, შესაძლოა, რეფერენდუმი გამართონ.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში შეერთების შესახებ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. ასეც იყოს“,- განუცხადა პასეჩნიკმა ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ თებერვალში აღიარა.