ლისიჩანსკის მცხოვრებლებმა (ლუჰანსკის ოლქი) ქალაქის გარეუბანში უკრაინის შეიარაღებული ძალები ნახეს, პარტიზანებმა ღამით კრემინას თავზე უკრაინის დროშა აღმართეს, – ამის შესახებ ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის შეარაღებული ძალების გენშტაბს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია ის, რომ ოკუპანტები გარბიან ოკუპირებული ქალაქებიდან, მათ შორის იმ ქალაქებიდან, რომლებიც 2014 წლიდან არის ოკუპირებული.
დღის განმავლობაში ვრცელდება ასევე ვიდეოები, სადაც უკრაინული მედესანტეები აცხადებენ, რომ იზიუმში შევიდნენ.
ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ლიმანში, დონეცკის ოლქი.