მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ბათუმელ აქტივისტს, სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს ლიკა ნაცვლიშვილს წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავება.

„ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება”. – უთხრა მოსამართლეს ლუკა ნაცვლიშვილმა დღევანდელ პროცესზე, „ბათუმელების” ცნობით.

ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეები საუბრობდნენ, რა დროსაც უცბად პოლიციის თანამშრომლები ლუკა ნაცვლიშვილთან მივიდნენ და დააკავეს. წულუკიძის თქმით, დაკავების მომენტში ნაცვლიშვილისთვის იდენტიფიცირებადი არ იყო, რომ მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ დააკავეს.  ნაცვლიშვილის დაკავების კადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების დროს ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს ეკითხება – „რის გამო მაკავებთ?“, თუმცა კითხვაზე ის პასუხს ვერ იღებს და ძალის გამოყენებით სვამენ მანქანაში.

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ერთხელ უკვე შეუფარდა 12-დღიანი პატიმრობა, როცა ის 12 იანვარს დააკავეს. მაშინ მასთან ერთად 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივის რატი ტყემალაძესაც.