ლუკა სირაძის საქმეზე ვახო სანაიასა და ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად ცნო მარიანა ჩოლოიანისა და მისი ადვოკატის განცხადება ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „პოლიტმეტრის” წამყვანების, ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ.

„სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 14 აგვისტოს გავიდა და ის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდებები გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის შესახებ. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები“, – წერს ქარტია.