ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და „მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, სიმამაცე, სიძლიერე და ცხოვრების აღდგენაში წარმატება უსურვა“.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი უთანხმოებები ვერ შეძლებს დაანგრიოს ორ ხალხს შორის მეგობრობის საუკუნეებით დათარიღებული ფუნდამენტი. ბელარუსი გააგრძელებს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კავშირებს ყველა დონეზე“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკამ.
ლუკაშენკამ რუსეთს ბელორუსიის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ნება დართო.
ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსულმა ჯარებმა უკრაინას შეუტიეს კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის ოლქების მიმართულებიდან, თუმცა, მოგვიანებით უკან დაიხიეს.