ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ლუკაშენკას თქმით, ამის აუცილებლობა არ ჩანს, მაგრამ თუ პუტინი სთხოვს, შესაძლებელია:
– არსებობს ამის აუცილებლობა?
– ყოველთვის არსებობს.
-როდესაც მე მივხვდები და პრეზიდენტიც მეტყვის, რომ არსებობს ამის აუცილებლობა…“ – ასე უპასუხა ლუკაშენკამ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის შეკითხვას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებთან ერთად სოლოვიოვმა ლუკაშენკას ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
„მე გაოცებული ვიყავი როცა თქვით, რომ როცა რუსი ოლიგარქები აღიარებენ, მაშინ პრეზიდენტი ლუკაშენკაც აღიარებს. ეს როდიდან არის, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკოს ორიენტირი ვიღაც რუსი ოლიგარქებია?“ – უთხრა მას ჟურნალისტმა.