ლუკაშენკო მოხარულია რუსეთსა და ბელარუსთან საქართველოს „ნორმალური ურთიერთობებით"

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და ბელარუსთან საქართველოს „ნორმალური ურთიერთობების” მოხარულია. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ მან სომხეთის ОДКБ-ს წევრობის საკითხზე კომენტარის დროს ისაუბრა.

„მადლობა ღმერთს, [საქართველო] ნორმალურ ურთიერთობებს აყალიბებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა ვითარდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს იმ მიმართულებით სვლა, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენულია, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის ეს ეხება აშშ-ის. ჩვენ შესაბამისი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, დასავლეთში ისინი არავის სჭირდება, უამრავი პრობლემაა”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღეს, მაგალითად, აშშ, კერძოდ, ჯო ბაიდენი უკრაინას, სომხეთსა და სხვებს მხარში დაუდგება, მაგრამ „ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: მისმინეთ, მე თქვენ არ გიცნობთ, პირველად გხედავთ”.