ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. იმის გააზრებით, რომ ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი, კიდევ უფრო ინტენსიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ჩვენ გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რომ ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გუნდთან ერთად, მათი ხმაც, ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ლუქსემბურგის იმყოფება. პაპუაშვილის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

„ ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონზე, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაცია, კავშირი, გაცვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და გვექნება ინტენსიური გაცვლა ერთმანეთთან“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.