6 ივლისს პარლამენტთან დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს, მისი პროცესი კი 23 ივლისისთვის გადაიდო.
დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა .
„პუბლიკასთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ მუხლებს, რის საფუძველზეც არის დაკავებული მაჩალიკაშვილი. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მათი ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.