მაჭავარიანის ქუჩა დღის მეორე ნახევრიდან ორმხრივად გაიხსნება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი უკვე დასრულებულია, თქვენ იცით, რომ ჩვენ  ჩართული გვყავდა როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე მოწვეული გვყავდა გერმანელი სპეციალისტები, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, კომისია და ყველა გადაწყვეტილების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით ხდებოდა ამ კომისიის გავლით.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს მეწყერსაშიში ზონა, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, მოგვარებულია.

რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ გზას, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია, უახლოეს მომავალში მთლიანად იქნება ეს კონკრეტული სივრცეც დასრულებული და ქალაქს კიდევ ერთი ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება“, – განაცხადა კალაძემ.