„მაცივარში დაფიქსირდა პატარა ტემპერატურული გადახრა“ - რესპუბლიკური საავადმყოფო „ასტრაზენეკაზე“

პუბლიკა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 700-ზე მეტი დოზა კლინიკიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაიტანეს, რადგან „დაფიქსირდა გარკვეული პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან“.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ ჟურნალისტებთამ განაცხადა.

„მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, მისი ტემპერატურული რეჟიმების შემოწმება ხდება ორი ხერხით. როგორც კი დაფიქსირდა გარკვეული პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა საბოლოო დასკვნა ჯანმოსი და ჩვენი რეგულირების სააგენტოსი არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნიათ,” – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ვაქცინაციის ქსელის შემოწმებას აგრძელებს. გუშინ მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.