მაჟორიტარობის 30 კანდიდატი - ვინ სად იქნება „ქართული ოცნებიდან"

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.

გთავაზობთ მაჟორიტარული  ოქლების მიხედვით „ქართული ოცნების” კანდიდატების ჩამონათვალს:

თბილისში იქნება 8 ოლქი:

  1. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – ბექა ოდიშარია;
  2. ვაკის რაიონი – ნოდარ ტურძელაძე;
  3. საბურთალოს რაიონი – დავით სერგეენკო;
  4. ისნის რაიონი – კახი კახიშვილი;
  5. სამგორის რაიონი – სოზარ სუბარი;
  6. დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – გია ვოლსკი;
  7. გლდანის რაიონი – ლევან კობიაშვილი;
  8. ნაძალადევის რაიონი – მიხეილ ყაველაშვილი;

კახეთი – 2 ოლქი:

  1. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ირაკლი ქადაგიშვილი;
  2. გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – დავით სონღულაშვილი;

ქვემო ქართლი – 3 ოლქი:

  1. რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები- – ნინო ლაცაბიძე;
  2. მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები – ზაურ დარგალი;
  3. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები – გოგი მეშველიანი;

მცხეთა-მთიანეთი – 1 ოლქი:

  1. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები  – შალვა კერესელიძე;

შიდა ქართლი – 2 ოლქი:

  1. კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – ზაზა დუგლაძე;

სამცხე-ჯავახეთი – 2 ოლქი:

  1. ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ანტონ ობოლაშვილი;
  2. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – სამველ მანუკიანი;

იმერეთი – 4 ოლქი:

  1. ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ზაზა ლომინაძე;
  2. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – პაატა კვიჟინაძე;
  3. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ბეჟან წაქაძე;
  4. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – გივი ჭიჭინაძე;

სამეგრელო – 3 ოლქი:

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ირაკლი ჩიქოვანი;
  2. ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – ირაკლი ხახუბია;
  3. წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები – ალექსანდრე მოწერელია;

გურია – 1 ოლქი:

  1. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ვასილ ჩიგოგიძე;

აჭარა – 3 ოლქი:

  1. ბათუმის მუნიციპალიტეტი – რესან  კონცელიძე;
  2. ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები – ზაალ მიქელაძე;
  3. ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – ანზორ ბოლქვაძე;

რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 1 ოლქი:

  1. ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – გოჩა ენუქიძე.