მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე დღეს გუნდთან ერთად დიდუბეში ისეირნებს

პუბლიკა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე დღეს გუნდთან ერთად დიდუბეში სეირნობას გეგმავს და მოსახლეობასაც მოუწოდებს, შეუერთდნენ.

„მე და ჩემი გუნდი დღეს გავისეირნებთ ფეხით აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე 4.5კმ. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ. ვხვდებით აკაკი წერეთლის ძეგლთან 1900 საათზე”. – წერია ივენთში, რომელსაც ანა დოლიძე ავრცელებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ  მან facebook-ზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით”, – ვკითხულობთ მის facebook-სტატუსში.


დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკია. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას, მათ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატები არ დაუსახელებიათ.