ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახის სახელით გავრცელდა.
მადლენ ოლბრაიტი, აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი იყო.
ამ თანამდებობაზე მან 1997-2001 წლებში იმუშავა.
ის პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.