საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ხალხს სოლიდარობის გამოხატვისთვის.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ უკარინელი ხალხის მიმართ. ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით.
ჩვენ ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს თავის მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია.
ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ემოციური კაშირი უკრაინელებთან და ბუნებრივია, მათი ტკივილი ჩვენ განსაკუთრებულად გვტკენს გულს და სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკომიტეტო გამოსვლისას კობახიძემ ჩამოთვალა უკრაინისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარება და კვლავ გააჟღერა მმართველი პარტიის აზრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთების საკითხზე. აღნიშნა, რომ პრემიერის დისკრედიტაციას ეწევა ის პარტია, რომელიც თავადაა „ორჯონიკიძეები და შულავერის კომიტეტი“.