მადლობა ერდოღანს მხარდაჭერისთვის, რუსული გემების არგატარება დღეს უმნიშვნელოვანესია - ზელენსკი

პუბლიკა

ვოლოდიმერ ზელენსკი Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარებისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი წერს, რომ დღეს უმნიშნველოვანესია რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვა და უკრაინელი ხალხი არ დაივიწყებს მხარდაჭერას.

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერის გამო. რუსული გემების გატარების აკრძალვა შავ ზღვაში, მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უმნიშვნელოვანესია. უკრაინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას!“ – წერს ზელენსკი.