მადლობა ღმერთს, რომ აღდგომის დღესასწაულზე არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება - ჯაღმაიძე

პუბლიკა

ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან აღდგომის მსახურებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საპატრიარქოს ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა ხელისუფლებასთან.

„საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და შეძლონ ტრადიციულად დღესასწაულის აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რაც სახელმწიფოსა და ჯანდცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება კომენდატის საათს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს 9 საათამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დილის 6 საათზე დატოვოს. ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში”, – აღნიშნა ჯაღმაძემ.

მისი თქმით, რისკისჯგუფში შემავალ ადმიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინონ.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ სხვებისთვისაც, ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების წინაშე. იმედი გვაქვს, რომ მრევლის მხრიდან ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია. დიდ ტაძრებსი 2-მეტრიან დისტანციაზეა საუბარი. პატარა ტაძრებში მრევლი მაქსიმალურად უნდა იყოს ეზოში, შესაბამისი დისტანციის დაცვით”, – განაცხადა ჯაღმაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ტაძარში წირვა დილითაც ჩატარდება და ასე განაწილდება მრევლი.

„კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება. ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენ მცდელობა, რომ ვზრუნავთ და არ მოვაკლოთ არც ლოცვა, რომ ღმერთი შეგვეწიოს”, – განცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მრევლმა მადლიერება უნდა გამოხატოს ექიმების და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ.

„მადლობა ღმერთს, რომ აღდგომის დღესასწაულზე არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება არ გვაქვს. მორწმუნე ადამიანებისთვის ეს დიდი შეღავათია და სამადლობელი, რომ ასეთ ვითარებაში შევძლებთ მსახურებას”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.