“მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, რანგით მასზე დაბალ წევრებს შეხვდა”, – წერს ფეისბუქზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, „სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ”.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი, იურგენ ჰარდტი, ულრიხ ლეხტე და ნილს შმიდი. მათ მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.