გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„დღეს ზურგი მტკიოდა, ტელევიზორისთვის არ მიყურებია. რომ ჩავრთე, სადღაც ცხრის ნახევარი იყო. „ფორმულაზე“ იყო და ეწერა – პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. პირველი რა რეაქციაც მქონდა, გრამატიკა არ იცის ამ ხალხმა. მერე ამასობაში სხვა არხებზე გადავრთე არაფერი ხდებოდა. ამასობაში ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ასი წელი სალომე ზურაბიშვილს არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა“, – განაცხადა გიგი უგულავამ დაწესებულების დატოვების შემდეგ.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ასევე მალე დატოვებს საპატიმროს გიორგი რურუა.
„არ არსებობს სანახევრო ფეხძიმობა. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს მას ვერ შეიწყალებდა იმიტომ რომ ის მსჯავრდებული არ არის ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
დღეს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.