მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წუხელ ესპანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, დამანგრეველი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
CNN-ის ინფორმაციითვე, აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა შენობა. ჩამოშლილია ოთახები, ნანგრევებში მოჰყვა ახლოს გაჩერებული მანქანებიც.
მალევე, მეხანძრეებმა ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. იმის გამო, რომ შენობის 4 სართული სერიოზულად დაზიანდა, საშიშროება იყო , რომ შენობა დანგრეულიყო.