მადრიდში უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი თანაშემწე, ანდრეი პორტნოვი მოკლეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მადრიდის ერთ-ერთი ელიტური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 09:15-ზე მიიღო.
უწყების ცნობით, მას რამდენიმე ადამიანმა ზურგსა და თავში ესროლა, შემდეგ კი მიიმალა.
51 წლის ანდრერი პორტნოვი იანუკოვიჩის თანაშემწე იყო. 2014 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მან უკრაინა დატოვა და რუსეთში გადავიდა. უკრაინამ მის წინააღმდეგ გამოძიება ღალატისა და მითვისების ბრალდებით დაიწყო. თუმცა, ბრალდებები მოგვიანებით მოიხსნა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 2021 წელს პორტნოვს სანქციები დაუწესა, ვინაიდან მან „ქრთამის გზით ფართო კავშირები დაამყარა უკრაინის სასამართლო და სამართალდამცავ აპარატთან“.
იგორ პორნტოვს ფართოდ აკრიტიკებდნენ უკრაინაში რეპრესიული, ანტისაპროტესტო კანონების შემუშავებაში მონაწილეობის გამო, განსაკუთრებით 2014 წლის იანვარში, როცა ევრომაიდანის აქციებმა პიკს მიაღწია.
Reuters წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსებისა და უკრაინელების მონაწილეობით რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა.