მაღალი რისკის მქონე ორსულების აცრა შესაძლებელია „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ჯერჯერობით ორსულების „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა არ შეიძლება, „ფაიზერით“ კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“, – განაცხადა იმნაძემ.