მაღაზიის მოლარის დაყაჩაღების გამო პირს 11.6 წლით პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა

პუბლიკა

„ნიკორას” მაღაზიის მოლარე-ოპერატორის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

„2021 წლის 12 აგვისტოს, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ი.ტ. ქ. თბილისში სს „ნიკორა ტრეიდის“ ერთ-ერთ ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. 2021 წლის 13 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.